2019 წელს 100-მდე გარემოსდაცვითი მმართველი გადამზადდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში “გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი გაიმართა, რომელიც ხელს უწყობს ნარჩენების მართვის სფეროში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

“გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი, რომლის მიზანია კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადება, 2019 წელს 100-მდე დაინტერესებულმა პირმა გაიარა როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან და მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია ამ მიმართულებით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - „გარემოსდაცვითი მმართველი“.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით გარემოსდაცვითი მმართველისთვის შემუშავებულია შესაბამისი მოდული, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

სასწავლო პროგრამა „გარემოსდაცვითი მმართველი“ 2015 წელს დაიწყო. კურსის ფარგლებში დღემდე სულ 400 კადრი გადამზადდა, რომლებსაც შეუძლიათ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განახლება, განხორციელების ორგანიზება და ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგი და შიდა კონტროლი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა