თიბისი დაზღვევა Redmed-ის პირველი პარტნიორია

ციფრული და ინოვაციური სერვისები თიბისი დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კომპანია მათ დანერგვასა და განვითარებაზე მუდმივად მუშაობს.

მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევის და პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული ეკოსისტემის - REDMED-ის პარტნიორობაა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, REDMED ადგილობრივ ბაზარზე 1 თვის წინ - „ექიმი შენთან“ - ამ მესიჯით გამოჩნდა. ეს არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, აპლიკაციის დახმარებით მოძებნოს, შეარჩიოს, დაუკავშირდეს სასურველ ექიმს და დაგეგმოს ვიზიტი, ან მიიღოს სამედიცინო მომსახურება მისთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში - აპლიკაციით გამოიძახოს ექიმი სახლში, ასევე მიიღოს სატელეფონო ან ვიდეო რჩევა.

ბანკის ცნობით, REDMED-ში მომხმარებელს მარტივად შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა პროფილის ექიმებზე, დეტალურად გაეცნოს მათ კომპეტენციას, ასევე სხვა პაციენტების შეფასებებსა და კომენტარებს. თითოეულ ექიმს თავისი რეიტინგი აქვს, რომელიც ამ შეფასებების მიხედვით განისაზღვრება.

როგორც თბისისი ბანკში აცხადებენ, ახალი ციფრული პლატფორმა მოსახერხებელია ექიმებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი სამუშაო კალენდარი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი.

„REDMED-ის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია როგორც აპლიკაციით - https://redmed.ge/download, ასევე ვებ-გვერდით - https://redmed.ge.

აქამდე, თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის მომხამრებლებს სახლიდან გაუსვლელად მხოლოდ ანაზღაურებას სთავაზობდა. REDMED-თან თანამშრომლობით კი ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად სამედიცინო მომსახურების მიღებაც შესაძლებელია.

ამ ეტაპზე მომხამრებელი REDMED-ით სარგებლობისა და სამედიცინო მომსახურების მიღების შემდეგ, მომსახურების სრულ თანხას გადაიხდის და შემდეგ თიბისი დაზღვევაში ინვოისს წარადგენს, რის საფუძველზეც თანხა ანაზღაურდება. სამომავლოდ კი მომხმარებელს საშუალება ექნება ნაწილობრივი გადახდით ისარგებლოს - REDMED-ით სარგებლობისას ის მხოლოდ ნაწილობრივ თანხას გადაიხდის, დანარჩენ ნაწილს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს. მომხმარებელს თანხის ანაზღაურება ვებ-გვერდზე - on.tbcinsurance.ge ან Facebook Messenger-ში, ბი ბოტის დახმარებით შეუძლია“, - აცხადებენ თიბისი ბანკში.

შეგახსენებთ, რომ ბი ბოტი პირველი სადაზღვევო ჩეთბოტია, რომელიც თიბისი დაზღვევამ 2017 წელს შექმნა. აქამდე ბი ბოტის დახმარებით მხოლოდ სადაზღვევო პროდუქტების შეძენა იყო შესაძლებელი, ახლა კი ჯანმრთელობის დაზღვევის მოხმარებლებს შეუძლიათ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება ბი ბოტით ულიმიტოთ, 3 დღის ვადაში მიიღონ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო