ნათია თურნავა - ლარი მყარდება, რაც მათ შორის არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის და მთლიანად ჩვენი ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგი

ლარი მყარდება, რაც მათ შორის არის, ეროვნული ბანკის პოლიტიკის და მთლიანად ჩვენი ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, ეროვნულმი ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, შეაფერხებს თუ არა ეს ეკონომიკურ ზრდას,მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა მაქსიმალურად იყენებს ბერკეტებს,რომ ეკონომიკური ზრდა არ შენელდეს.

„ჩვენი ეკონომიკური გუნდისა და მათ შორის, ეროვნული ბანკის ზრუნვის საგანი არის ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებები. ხედავთ, რომ ეს მიმართულება წარმატებით ხორციელდება, ლარი მყარდება. რაც შეეხება იმას, თუ პარალელურად როგორ არ შევანელოთ ეკონომიკის ზრდა, არსებობს არამონეტარული ბერკეტები, რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ, ეს არის დაჩქარებული პრივატიზაცია. იცით, რა მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს პრივატიზაციაში. ეს არის იგივე წიაღისეულის გამარტივებული ლიცენზიების გაცემა, ტურიზმის და საექსპორტო წარმოების წახალისება. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალისტურად მიმაჩნია, რომ არც ეკონომიკური ზრდა შენელდეს და პირიქით,მაღალი გვქონდეს. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზიც ასეთია - ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და პარალელურად,ლარმაც განაგრძოს გამყარება. ეროვნული ბანკის განცხადებაშიც ამაზეა საუბარი, რომ შემდგომში კიდევ შეიძლება გამყარდეს და მე დარწმუნებული ვარ ამაში. ინფლაციაც მომავალ წელს დაუბრუნდება თავის ნიშნულს",-განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაზარდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს