„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, მათმა იურისტებმა მორიგ შრომით დავაში გაიმარჯვეს

„თავისუფალი საქართველო“ შრომითი უფლებების დასაცავად მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოქალაქე ნატო ნოდარიშვილის სასამართლო დავა დასრულდა, რომელიც 2018 წელს ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. პროცესზე ნოდარიშვილის ინტერესებს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ომანიძე იცავდა.

„თითქმის, ორწლიანი დავა დასრულდა. სასამართლომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ სცნო და ის სამუშაოზე აღადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ასევე აუნაზღაურდება 2 წლის სახელფასო დავალიანება. პარტიის იურისტები სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ პირებს ყველა საჭირო კონსულტაციას გაუწევენ და მათ ინტერესებს სასამართლო პროცესებზე დაიცავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს