ზღვისუბანში ძველი ავტობუსების ახალი ტრანსპორტით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ზღვისუბანში მოძრავი N75 სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი ახალი, ევროსტანდარტებისა და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით ჩანაცვლდა. ახალი ავტობუსები მგზავრებს ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონიდან სარაჯიშვილის მეტრომდე გადაიყვანს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

ახალი ავტობუსების სამარშრუტო ხაზზე გასვლის პროცესს თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი მოსახლეობასთან ერთად, გაეცნო.

„განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის საზომი იმისა, თუ რამდენად არის განვითარებული ესა თუ ის ქალაქი. თბილისი არის რეგიონის გამორჩეული ქალაქი და ჩვენთვის წარმატებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება პრიორიტეტულია. განსაკუთრებით მახარებს, რომ ზღვისუბანში უკვე მეორე ხაზზე ჩანაცვლდა ავტობუსები და ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ზღვისუბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლების ფარგლებში, N95 ავტობუსი უკვე ემსახურება მგზავრებს მუხიანიდან ზღვისუბნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

დამატებით 220 ერთეული ახალი ავტობუსი თბილისში მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შემოვიდა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, euro6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მუშაობს. ავტობუსები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი და შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა