ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე - არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი და ჩვენი კოლეგა

არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი და ჩვენი კოლეგა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მელიას ოფიციალურად მიენიჭა კრიმინალის სტატუსი და ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს პარლამენტის დეპუტატი.

“ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი და თუნდაც ჩვენი კოლეგა. კრიმინალებიც და მეტიც არიან, პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ ამ შემთხვევაში, თუმცა როცა საუბარია სისხლის სამართლებრივ განაჩენზე, ეს უნდა დადგეს სასამართლოს მხრიდან. ამ შემთხვევაში გვაქვს სისხლის სამართლებრივი განაჩენი ანუ გვყავს გაფორმებული კრიმინალი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ არ გვინდა, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ოფიციალურად აქვს მინიჭებული კრიმინალის სტატუსი და საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ჩვენი კოლეგა ერქვას”, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს