გოკა გაბაშვილი - ასლან აბაშიძესაც იგივე ტაქტიკა ჰქონდა, ფიზიკური თავდასხმები ყოველდღიური რუტინა იყო - ამას აკეთებენ აქაც და მოხვდებათ ცხვირში

ამ ბრიყვებს ჰგონიათ, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ, გეგმებს შეუცვლიან, ვიღაცის ბრძოლისუნარიანობას და ჟინს გამოაცლიან ან მოქანცავენ, მაგრამ ასე არ იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გოკა გაბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, მასზე და გიგი უგულავაზე თავდასხმა დაუსჯელობის და ძალადობის წახალისების გამო მოხდა.

ამასთან, გაბაშვილი აღნიშნავს, რომ აბსურდული ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ის რეანომობილით წაიყვანეს და სერიოზული დაზიანება აქვს. როგორც გაბაშვილი ამბობს, მას მხოლოდ მუხლი აქვს დაზიანებული.

„გავლილი გვქონდა საპასპორტო კონტროლი და ვესაუბრებოდით ჩვენს მეგობარს აეროპორტის კაფეში, რა დროსაც მაგიდასთან მოვიდა ორი პიროვნება. იყო პოლიტიკური შინაარსის პრეტენზია, რომელიც იმ წამსვე გინებაში გადავიდა. ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი პირები იყვნენ. 5 საათია პოლიციაში ვართ და ვითხოვთ ვინ იყვნენ გვითხრან, თუმცა, როგორც ჩანს, ლაგდება ვერსიები. ჩემთვის ცხადია რაც მოხდა; არის ორი რამ, ან პირდაპირ მოგზავნილია, რაზეც მიუთითებს ის ზონა, სადაც შემთხვევა მოხდა და იქ სპეციალურად უნდა შეიყვანო ადამიანი, რადგან უკვე გავლილი გვქონდა საპასპორტო კონტროლი, ან მეორე არის გარემო, რომელიც ივანიშვილმა შექმნა. ეს არის აბსოლუტური დაუსჯელობის, თავდასხმის, ძალადობის გარემო, რომელიც ყოველდღიურად ხდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ყველა არის წახალისებული და მიცემული აქვს გარანტია დაუსჯელობის. პოლიცია რომ მოვიდა, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი, მაგრამ მათ მაინც მოუწიათ ჩარევა. დაკავებული იყო ორი პირი. ჩვენ მივდიოდით ლარნაკაში.

ამას ვუკავშირებ იმას, რომ ამ ბრიყვებს ჰგონიათ ამით ვინმეს შეაშინებენ, გეგმებს შეუცვლიან, ვიღაცის ბრძოლისუნარიანობას და ჟინს გამოაცლიან ან მოქანცავენ, მაგრამ ასე არ იქნება. გვახსოვს ასლან აბაშიძესაც იგივე ტაქტიკა ჰქონდა. ფიზიკური თავდასხმები ყოველდღიური რუტინა იყო. ამას აკეთებენ აქაც და მოხვდებათ ცხვირში“, - განაცხადა გაბაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს” წევრებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაესხნენ.

თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო