გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის ადვოკატი - კითხვები არსებობს გამოძიებასთან, ვინ იყვნენ ეს პირები,ნამდვილად მიფრინავდნენ თუ არა - იმ ზონაში რა უნდოდათ?

ჩვენი მხრიდან მოთხოვნას საქმის მასალებთან წვდომაზე და დაზარალებულად ცნობაზე ნამდვილად არ მოვაკლებთ -ამის შესახებ გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან განაცხადა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ადვოკატის თქმით, გამოძიებასთან მათ კითხვები აქვთ.

"ჩვენთვის არანაირი საქმის მასალა და ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, არც სახელი და გვარი არ უთქვამთ თავდამსხმელის. ჩვენ ველოდებით დაზარალებულად ცნობის დადგენილებას და ამის შემდგომ გვექნება საქმის გაცნობის საშუალება. კითხვები ნამდვილად არსებობს გამოძიებასთან, ვინ იყვნენ ეს პირები? ნამდვილად მიფრინავდნენ თუ არა? იმ ზონაში რა უნდოდათ, მათ უკვე ჰქონდათ პასპორტის კონტროლი გავლილი?

რაც შეეხება ექსპერტიზას ,გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს აქვთ უფლება მივიდნენ ექიმთან და ექიმის მიერ გაცემულ ცნობაზე მოხდეს დაექსპერტება. ჩვენი მხრიდან მოთხოვნას საქმის მასალებთან წვდომაზე და დაზარალებულად ცნობაზე ნამდვილად არ მოვაკლებთ ",-განაცხადა ადვოკატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს