ილია ჯიშკარიანის ადვოკატი - ბრალდების მხარეს და დაზარალებულს არ სურდათ, რომ დაზარალებულის და მისი დედის საჯარო განცხადებები სასამართლოში წარმოდგენილიყო - ეს იმის ნიშანია, რომ ისინი ცრუობენ

ბრალდების მხარეს და დაზარალებულს არ სურდათ, რომ დაზარალებულის და მისი დედის საჯარო განცხადებები სასამართლოში წარმოდგენილიყო. ეს იმის ნიშანია, რომ ისინი ცრუობენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს ბრალდებული წევრის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

კუბლაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და ყველა შეზღუდვა, რაც ჯიშკარიანის მიმართ არის დაწესებული, გაუქმებულიყო.

"სასამართლოს მიერ ის მტკიცებულებები იქნა დაუშვებლად ცნობილი, რომელიც დაზარალებულის და მისი დედის საჯარო განცხადებებს ეხება. მათთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო ის ემოციური ფონი, ცრემლები და დაზარალებულის მიერ ძალადობის შინაარსის განმარტებები. აღნიშნულს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ბრალდების მხარეს და დაზარალებულს არ სურდათ, რომ დაზარალებულის და მისი დედის საჯარო განცხადებები სასამართლოში წარმოდგენილიყო. ეს იმის ნიშანია, რომ ისინი ცრუობენ. საჯაროდ სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობენ, სასამართლოში კი, სხვაზე.

ილია ჯიშკარიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, ვინაიდან დაზარალებულის მიერ არადამაჯერებელი, არათანმიმდევრული ჩვენება აქვს გამოძიებისთვის მიცემული. ექსპერტიზის დასკვნით, ის არც ნაცემია, არც დაგდებულია. საოცრებებს რომ ჰყვებოდა, ძირს დამაგდო, მცემა მამაკაცმაო, სიმართლეს არ შეესაბამება", -განაცხადა კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა