პეკა ჰაავისტო „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე -  ბევრ  საკითხს საქართველო კარგად ართმევს თავს, თუმცა,  ვფიქრობთ, რომ მეტია საჭირო, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გაძლიერების, ანტიკორუფციული ზომებისა და დამოუკიდებელი მედიის თვალსაზრისით

ბევრ მიმდინარე საკითხს საქართველო კარგად ართმევს თავს, თუმცა ვფიქრობთ, რომ მეტია საჭირო, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გაძლიერების, ანტიკორუფციული ზომებისა და დამოუკიდებელი მედიის თვალსაზრისით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ჰელსინკიში განუცხადა.

ის “Stronger Together - აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენციის" ფარგლებში ჟურნალისტებს შეხვდა და "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რეალურად რა პერსპექტივებია საქართველოსთვის დასავლეთში ინტეგრაციის გზაზე, უპასუხა, რომ ევროკავშირში წევრობის შესახებ საუბარი შესაძლოა, ადრეა, თუმცა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უკვე საკმაოდ ღრმაა.

რაც შეეხება ნატოს, იმის გამო, რომ ფინეთი ალიანსის წევრი არ არის, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიმართულებით, ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან შესანიშნავი იყო და ვიცი, რომ ბევრ მიმდინარე საკითხს საქართველო კარგად ართმევს თავს. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტია საჭირო, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გაძლიერების, ანტიკორუფციული ზომებისა და დამოუკიდებელი მედიის თვალსაზრისით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული ინტეგრაციის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას. დანარჩენს რაც შეეხება, შეიძლება ჯერ მეტისმეტად ადრეა თქმა, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ "ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უკვე საკმაოდ ღრმაა და ბევრი სექტორია, სადაც შეგვიძლია წინსვლა", - განაცხადა ჰაავისტომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა