გიორგი ბარამიძე - დაუყოვნებლივ გადადგეს სალომე ზურაბიშვილი დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიწყებთ კონსულტაციებს იმპიჩმენტის წესით მისი გათავისუფლების საკითხზე

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს სალომე ზურაბიშვილი დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიწყებთ კონსულტაციებს იმპიჩმენტის წესით მისი გათავისუფლების საკითხზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ბარამიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეუერთდნენ, თუ სურთ, რომ ლაქა, რომელიც ქვეყანას მიაყენეს, ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხონ.

„მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმის მავნებლობისა სწორედ ამ ქართველი ოფიცრების პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმის წყალობით ქართული ჯარი კვლავაც დგას ფეხზე და არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოება მხარს უჭერს, ასევე ის არის ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი. ამ განცხადებიდან გამომდინარე სწორედ ამ ყველაფერს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მისგან დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია ვიწყებთ კონსულტაციებს სხვა ფრაქციებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან პარლამენტში, რათა დავიწყოთ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობიდან იმპიჩმენტის წესით გათავისუფლების საკითხი. თუ უნდათ, რომ ამას შემოუერთდნენ „ქართული ოცნების“ წევრები და ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხონ ის ლაქა, რომელიც მიაყენეს და პრობლემა შეუქმნეს ქვეყანას ამ ადამიანის გაპრეზიდენტებით, შეუძლიათ შემოგვიერთდნენ. ვიწყებთ კონსულტაციებს, რომ თუ არ გადადგება სალომე ზურაბიშვილი ყველაფერი გავაკეთოთ სამართლებრივად, რომ ეს ადამიანი ჩამოშორდეს დაკავებულ თანამდებობას“,- განაცხადა ბარამიძემ.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე მთელი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„ეს განცხადება მორიგია , ამ ადამიანის სკანდალურ განცხადებებს შორის, როდესაც იგი პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ყველას გვახსოვს მისი მოღალატეობრივი არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაიწყო რუსეთთან ომი. ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ეს ადამიანი საქართველოს მოსახლეობას სპეციალური ოპერაციით, რომელიც ჩაატარა ხელისუფლებამ სუს-ის, პოლიციისა და ქურდული სამყაროს გამოყენებით, თავზე დაასვა ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ და შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ამ მავნებლური პიროვნების მავნებლურ და მოღალატეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ეკისრება „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ბარამიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს