ანდრეი რუდენკო - ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჰუმანიტარული თემაა და ვფიქრობთ, ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჰუმანიტარული თემაა და ვფიქრობთ, ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მოვისმინეთ ორივე მხარის შეხედულებები. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში გაფრინდაშვილი თავის ახლობლებს დაუბრუნდება. ჩვენი ყველას ინტერესშია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. როგორ გათავისუფლდება, ამას მე ნუ მკითხავთ. ის, როგორც იცით, კრემლში არ იმყოფება და არის სხვაგან“, - განუცხადა რუდენკომ ქართველ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ოკუპაციის თემაზე დისკუსიაში შესვლას არ აპირებს, რადგან რუსეთისთვის ეს თემა 2008 წლის შემდეგ დახურულია.

„რაც შეეხება გაფრინდაშვილის საკითხს, ეს ჰუმანიტარული თემაა და ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს“, - აღნიშნა რუდენკომ.

მისი თქმით, არ სურს კომენტარების გაკეთება „თუ რატომ მოხვდა გაფრინდაშვილი იქ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო