ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე   ერთ-ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იყო და იმედი აქვს, რომ  საკითხი უახლოეს  პერიოდში  გადაიჭრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ლაშა დარსალიას განცხადებით, მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იყო და თემის სირთულისა და მოლაპარაკებების სიმძიმის მიუხედავად, იმედი აქვს, საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.

მისივე თქმით, ასევე, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ოკუპირებული ახალგორის შესასვლელების გახსნის თემა და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ამ კუთხით პროგრესი იქნება.

„აგვისტოდან მოყოლებული დამძიმებულია ვითარება ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. არის მთელი რიგი საკითხები დაკავშირებული, როგორც გადასასვლელების დაკეტვასთან, ასევე უკანონო ბორდერიზაციასთან. დაკავებებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბატონ გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი იყო. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან. საკითხი რთულია, თუმცა იმ ვითარებიდან, რაც იყო მოლაპარაკებებზე და რაც რეაგირებიდან, რეაქციებიდან ჩანდა, გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ საკითხი უახლოეს პერიოდში დაიხურება. მოლაპარაკებების იმ დინამიკიდან გამომდინარე, მიუხედავად მისი სიმძიმისა, იმედი მაქვს, საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დარსალიას ინფორმაციით, ქართულმა მხარემ დავნილების საკითხიც დააყენა, თუმცა, ტრადიციულად, ამ თემის წამოჭრისთანავე რუსულმა დელეგაციამ მოლაპარაკებების მაგიდა დატოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს