გიგი უგულავა ბრალის წარდგენაზე - ამ რეაქციიდან ჩანს, რომ  ქურდს კუდი ეწვის

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საკუთარ სახლში სამართალდამცველებმა გამოკითხეს. უგულავას თქმით, დღეს აეროპორტში მომხდარი დაპირისპირების გამო გარკვეული დაზიანებები აქვს და ამის მიუხედავად ბრალს მას უყენებენ.

გიგი უგულავას განცხადებით, მისთვის ბრალის წარდგენის ფაქტი მოულოდნელი იყო და “ასეთი რაღაცები ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება”.

“ყველანაირ განვითარებას ველოდი დღეს, მაგრამ ასეთს არა. დღის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბრალდებული მე ვარ იმ ადამიანის ცემაში, რომელიც თავს დამესხა. სათვალით ღამე რატო ვივლიდი, ე.ი. გარკვეული დაზიანებები მაქვს ხო?! გამოდის, რომ მე დავესხი მას თავს, საკუთარ თავს მივაყენე ასევე დაზიანებები და ის ადამიანი, რომელიც ძიუდოისტია, სპორტსმენია, თურმე არის უმანკო კრავი, ეს არის ივანიშვილის სამართალი. დაგესხმებიან თავს და მერე ბრალსაც შენ წაგიყენებენ. ასეთი რაღაცები ხდება ბელორუსში, რუსეთში, უზბეკეთში, შუა აზიაში, მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში ასეთი რამეები არ ხდება. ხვალ თითქოს სასამართლო პროცესი უნდა იყოს, არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. საპატიმროს შესახებ ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ შეიძლება შეეცადონ, რომ პასპორტი ჩამომართვან ან რაღაც ასეთი მანიპულაცია”,- განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება მისი გამგზავრების მიზეზებს, როგორც უგულავამ განაცხადა, საქმე ივანიშვილის საქმიანობას და გარკვეულ კორუფციულ დანაშაულებში მის შესაძლო კავშირს ეხება.

“მე კონკრეტული მიზეზით მივდიოდი, რომელიც ივანიშვილისთვის, როგორც აღმოჩნდა და ეს მასკარადი ამის ნათელი დადასტურებაა, მტკივნეულ შედეგებს იქონიებს. მე არ წავალ, სხვა წავა. თუ მასალები არის ობიექტურად ვარგისი, მტკიცებულებები არის წონადი, მაშინ ამას საზოგადოება გაიგებს. წასვლის მიზეზები, თემები არის ივანიშვილის საქმიანობა ძირითადად 90-იან წლებში. ეს არის შეკვეთილი მკვლელობები რუსეთში, ფულის გათეთრება, თაღლითობები და მთელი ეს კორუფციული კასკადი, რომელიც, სავარაუდოდ, მას ეხება, ყოველი შემთხვევისთვის, მე ამის შესწავლის შესაძლებლობა არ მომეცა, მაგრამ სხვა მაინც შეისწავლის. იმედი მაქვს, რადგან ამ რეაქციიდან ჩანს, რომ “ქურდს კუდი ეწვის”, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დღეს დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი უცნობი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო