ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ,  ამოღებულია იარაღი და ფული, დაკავებულია ორი პირი

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, სავარაუდოდ, დაკავებულია ორი პირი.

თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გადაადგილების დროს გააჩერეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მანქანა გაჩხრიკეს. სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული - დოლარის და ლარის კუპიურები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს