ოპოზიციის წარმომადგენლები დილიდან პარლამენტთან შეიკრიბებიან და საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას შეეცდებიან

„ევროპული საქართველოსა“ და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტთან 12 დეკემბერს, 07:00 საათიდან შეიკრიბებიან. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის შენობის გარშემო სამართალდამცველები კვლავ რკინის ბარიკადებს აღმართავენ, აქტივისტები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.

მოძრაობა "სირცხვილია" კი „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს, 09:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა იგეგმება.

მოგვიანებით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე იგეგმება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა