პარლამენტში ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, საკითხის განხილვის შემდეგ შესაბამისი დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდეგ უკვე ბიურო განსაზღვრავს, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის პლენარული სესიის დღის წესრიგში შეტანას.

როგორც ცნობილია, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 09:30 საათზე არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა