აშშ-მ ირანის უმსხვილეს ავიაკომპანიასა და გადამზიდავებს სანქციები დაუწესა

აშშ-მ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანია "მაჰან ეარის" და საზღვაო გადაზიდვების ქსელს „ლეტალური დახმარების ტრანსპორტირებასა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისთვის“ ახალი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მაჰან ეარის" ავიახაზების „მასობრივი იარაღის გავრცელებაში“ მონაწილეობის გამო, ვაშინგტონმა სანქციები კომპანიასა და მის სამ თანამშრომელს დაუწესა.

სანქციები დაუწესეს შანხაიში დაფუძნებულ გადამზიდავ კომპანია ESAIL-საც, რომელიც, მაიკ პომპეოს განცხადებით, „კოსმოსური ინდუსტრიების ორგანიზაციიდან“ შეგნებულად ახორციელებს არალეგალური მასალების ტრანსპორტირებას.

სანქციები ESAIL-ისა და „ირანის ისლამური რესპუბლიკის გადაზიდვების ხაზებზე“ 2020 წლის ივნისში ამოქმედდება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შავ სიაში შეიყვანეს ირანის გადაზიდვების ქსელიც, რომელიც, ირანიდან იემენში ლეტალური დახმარების კონტრაბანდაშია ჩართული და გადაზიდვებს „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსისა“ და „ქუდსების ძალების „სახელით ახორციელებს.

„ირანის რეჟიმი საკუთარ ავიაციასა და გადაზიდვების ინდუსტრიას რეგიონის ტერორისტული და ბოევიკური დაჯგუფებების იარაღით მომარაგებისთვის იყენებს, რაც პირდაპირ უწყობს ხელს სირიასა და იემენში ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავებას,“ - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტივენ მნუჩინმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები ითვალისწინებს იმ პირებისა და კომპანიების ამერიკული აქტივების დაყადაღებას, რომლებსაც ახალი სანქციები ეხებათ, ასევე აშშ-ის მოქალაქეებს მათთან ერთად ბიზნესის კეთებას უკრძალავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს