იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან. 20 კანდიდატიდან თითოეულს დეპუტატები ხმას ღია კენჭისყრაზე მისცემენ. ამის შემდეგ კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგი კანდიდატები წარუდგინა: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატმა ზაზა თავაძემ, რომელიც ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა, კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა დეკემბრის დასაწყისში მოხსნა, თუმცა კანონმდებლობით მას კენჭს მაინც უყრიან.

კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან დილიდანვე იგეგმება აქციაც. ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები და მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც, მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები იყვნენ.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიეტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს