ვაჟა სირაძე - მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, დეპუტატებს პარლამენტში შესვლის საშუალება მისცენ და პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გააგრძელონ მშვიდ ვითარებაში, ნუ ჩაკეტავენ პარლამენტის შესასვლელებს, დეპუტატებს მისცენ პარლამენტში შესვლის უფლება და არ შეზღუდონ ავტომანქანების მოძრაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.

სირაძე დილიდან პარლამენტთან იმყოფება.

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოსთან ორი პირის დაკავებას, სირაძის განმარტებით, ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

„დაკავებულები არიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე. აქციის მონაწილეებს შეეძლოთ გამოეხატათ პროტესტი, როცა იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას. შემდეგ გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რომ გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც ჩვენ მოვუწოდეთ მათ, რომ გაეთავისუფლებინათ გზა და გადასულიყვნე გზიდან, თუმცა ზოგიერთი პირი არ დაემორჩილა პოლიციას და ამის გამო დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტი გააგრძელონ მშვიდ ვითარებაში, ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს. ესაა საპარლამენტო ორგანო, სადაც უნდა შევიდნენ დეპუტატები, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, მისცენ საშუალება დეპუტატებს, შევიდნენ პარლამენტში და არ შეუქმნან გადაადგილებაში პრობლემა სატრანსპორტო საშუალებებს“, - განაცხადა სირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა