ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის პარლამენტში იმისთვის მივიდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას დასწრებოდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან.

"მოვუწოდებ სიაში მყოფ თითოეულ წევრს, რომელსაც კეთილსინდისიერებასა და ღირსეულობაზე აქვს პრეტენზია, გამოვიდნენ და უარი თქვან კანდიდატობაზე, ვინაიდან დაუშვებელია, რომ მოსამართლეებს ასეთი პროტესტის ფონზე ირჩევდნენ. თუ ვინმეს სინდისი შერჩა, უარი თქვას და დადგეს ხალხის მხარეს და არა პოლიტიკოსების მხარეს. ყველაზე დიდი ხარვეზი მიხეილ ჩინჩალაძის "კლანია", რომელსაც როგორც ჩანს, მხარს უჭერს პარლამენტი", - განაცხაცხადა ნაზი ჯაბეზაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპიზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები დგანან. ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცკაციანი სიის კენჭისყრას აპროტესტებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია