სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტის შენობის წინ კონტრაქციას მართავს

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტის შენობის წინ კონტრაქციას მართავს.

აქციაზე იმყოფება სოსო რობაქიძეც, რომლის თქმითაც, ვაშაძეს, ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებს პროტესტის გამოხატვისა და აქციის გამართვის უფლება არ აქვთ.

კონტრაქციის მონაწილეებსა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქციის მონაწილეებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებებსაც.

„მე რომ ადამიანი შემხედავს და მეტყვის აქ რა გინდაო?! ვაშაძეს რა უნდა და ბოკერიას რა უნდა?! მაგათი დანიშნული მოსამართლეები არიან. რატომ მაშინ არ გაყარეს 1 პროცენტი რომ ჰქონდა ევროპიდან გამართლება? საპირწონედ მომეცით რა გააკეთა ამ ხელისუფლებამ. მე არავის მხარდამჭერი არ ვარ. ამ მთავრობამ 720 კაცი მოკლა ციხეში? გააუპატიურა? ცინდელიანივით გააქრო? დამიდოს საპირწონედ თუ უარესი აქვს გაკეთებული და გადავალ ნებისმიერის მხარეს. მაგრამ ეს ყაჩაღები და კრიმინალები, „ნაციონალები“ არიან, თქვენი, „ქართული ოცნების“ ბრალია ფსიქოლოგიურად რომ ჩემნაირი ხალხი აჭერით, ეს უნდა იყოს ბოლო წელი, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაქრეს პოლიტიკიდან, თუ არადა მთელი ხალხი დავდგებით ფეხზე, ამ ხალხს არ აქვს უფლება, ამოგვწყვიტეს,“ - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

აქციაზე, „შევინარჩუნოთ სიცოცხლემ“ სპეციალური განცხადებაც წაიკითხა, სადაც ისინი კოჰაბიტაციის შეწყვეტას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო