გიგა ბოკერია - პოლიტიკური დევნის პროცესი გრძელდება და ერთ-ერთი ფაზაა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა

ხელისუფლებამ თავის კარიერაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა და დემოკრატიულ ტრადიციას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის მხარდაჭერას.

მისი თქმით, აღნიშნული „მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ მეთოდებით ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს“.

„რაც გააკეთეს, არ ყოფილა მოულოდნელი. პოლიტიკური დევნის პროცესი გრძელდება და ერთ-ერთი ფაზაა უფლებამოსილების შეწყვეტა.

რეკორდი იყო, როდესაც აბსურდული ბრალდებით ყოველგვარი ბრალდების გარეშე დააკავეს და არ არის გასაკვირი, რომ იგივე „კლოუნებმა“ უფლებამოსილება მოუხსნან, ოღონდ რას ცვლის ეს? მელია პოლიტიკური ლიდერი აღარ იქნება? გუშინდელი უგულავას ამბავიც, ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტითაც კი მოულოდნელი იყო. ძიუდოისტი დაესხა თავს პოლიტიკურ ლიდერებს, ამის უამრავი მოწმე არსებობს და ბრალი წაუყენეს გიგი უგულავას. მაგას მოფიქრება უნდოდა ნაღდად“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა