ეკა ბესელია - ქამელეონივით რომ იცვლიან ფერს, სახეს და პრინციპებს, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა: როგორ უნდა მისცეთ ხმა მოსამართლეობის ამ კანდიდატებს?!

"ქამელეონივით რომ იცვლიან ფერს, სახეს და პრინციპებს, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა: როგორ უნდა მისცეთ ხმა ამ კანდიდატებს დღეს?!" - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი მხარს დაუჭერს წარმოდგენილ 20-კაციან სიას, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის ტოლობის ნიშანი დაისმება.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ქუჩაში წივილ-კივილი და ყიჟინა კი არ უნდა იყოს, ისეთი კანდიდატები უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი, რომ საზოგადოებას იმედი და სიხარული ჰქონოდა. შეიძლება, რომ ის, ვინც სამართალი უნდა დაადგინოს ქვეყანაში, როგორი იქნება მოქალაქეების ხვალინდელი დღე, მათი არჩევის დღეს ასეთი ამბავი ხდებოდეს ქვეყანაში? ამან მაინც არ უნდა გამოაფხიზლოს მმართველი პარტია? ვერ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ადამიანები სწორედ იმ წარსულიდან არიან, რომელ ძალადობრივ სისტემასაც მმართველი გუნდი თითქოს ემიჯნება და ებრძვის. კანდიდატებიდან მხოლოდ ერთი მოსამართლეა 2013 წელს დანიშნული, ყველა დანარჩენი სწორედ იმ წლების პერიოდში მსახურობდა, როდესაც ამდენი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღებოდა. რომელ ძალადობრივ რეჟიმს ემიჯნება "ქართული ოცნება" ძალიან მაინტერესებს. არც ამ პარლამენტს და არც იუსტიციის საბჭოს არ აქვს არანაირი ნდობა, რომ მათი შერჩეული კანდიდატები უზენაეს სასამართლოში იყვნენ შერჩეული.

ახლა რომ ჩააგდებენ რამდენიმე კანდიდატს, რა გგონიათ, სხვა რეზერვიდან შეავსებენ? ისევ იმ დაწუნებულებიდან შეარჩევენ, ისევ გამოუგზავნიან პარლამენტს და ეს „პინგ-პონგი“ უნდა გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე ძალაუფლება მათ ხელში იქნება. ვერაფერი ვერ გადაწონის ახლა ამ სიმძიმეს, რომელიც ისტორიას დარჩება. აბსოლუტური ტოლობის ნიშანი დაისმება იმ 9 წელსა და ამ 8 წელს შორის და კიდევ უფრო მეტი სიმძიმე "ქართულ ოცნებას" იცით რატომ ექნება? "ნაციონალურ მოძრაობასაც" კი სცხვენია დღეს, რომ ამ მოსამართლეებზე რაიმე კარგი თქვას. ისინიც კი ემიჯნებიან მათ, ვინც ყველას ემსახურება, ვინც კი ხელისუფლებაში მოვა და არა სამართლიანობას. ქამელეონივით რომ იცვლიან ფერს, სახეს და პრინციპებს, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა: როგორ უნდა მისცეთ ხმა ამ კანდიდატებს დღეს?!" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა