ირაკლი ჩიქოვანი - უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას

უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს. განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ამ გამოწვევების დასაძლევად ვიყენებთ. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების შეხვედრაში, რომელიც მნიშვნელოვანი ფორმატია წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მსჯელობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა