ანრი ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურს თინა ბოკუჩავას კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაავალა, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატი გასვლაზე უარს ამბობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა იურიდიული კომიტეტის სხდომის დატოვებაზე უარს ამბობს.

მანდატურებს ბოკუჩავას დარბაზიდან გაყვანისკენ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მოუწოდა, თუმცა ბოკუჩავა მათ არ ემორჩილება.

ოხანაშვილმა ბოკუჩავასთვის ჯერ მიკროფონის გამორთვის, შემდეგ კი მისი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდებას არ დაემორჩილა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე უარი არ თქვა. ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით გამოთქვამდა კრიტიკულ მოსაზრებას.

„ამათი დღის წესრიგია, ამათ უნდათ სხდომის ჩაშლა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო