გედევან ფოფხაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

გთხოვთ, ის ბიულეტენი, რომელიც ჩემთვისაა განკუთვნილი, გვერდზე გადაიდოს, კენჭისყრებში მონაწილეობას არ მივიღებ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ.

როგორც ფოფხაძემ განაცხადა, დღეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებში ცუდსა და უარესს შორის უნდა გააკეთონ არჩევანი.

„მეც შორს ვარ აზრისგან, რომ მოსალოცი გვაქვს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. მიმაჩნია, რომ პირიქით, ამ პროცესმა მოახდინა იმის ლუსტრაცია, თუ რამდენად არასწორი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული „კლანისთვის“ პროცესის სადავეების ხელში გადაცემა და ჩვენ რეალურად მივიღეთ 20 კანდიდატი, რომელთა შორის, დღეს შეგიძლიათ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი გააკეთოთ, მაშინ როცა საქართველოს იურიდიულ წრეებს, იურისტების წრეებს გაცილებით უკეთესი და ღირსეული კანდიდატების შემოთავაზება შეეძლოთ, რომ არა „კლანის“ ინტერესი და მისი წარმმართველი როლი ამ პროცესში. მიმაჩნია, რომ პროცესმა პირველ რიგში, რაც გააკეთა არის ის, რომ მოახდინა სრული ლუსტრაცია იმის, რომ ჩვენ ადამიანთა არასწორ წრეს გადავეცით ამ პროცესის სადავეები და რეალურად ის მივიღეთ, რომ 20 კანდიდატს შორის, უმრავლესობა სააკაშვილის რეჟიმის ოდიოზური კანდიდატები არიან. მიმაჩნია, რომ დღეს, იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილება უნდა იყოს პარლამენტისთვის გზავნილი ვის ვუნთებთ მწვანე შუქს და ვის არა. ეს გზავნილი მორალური სტანდარტით უნდა იყოს ნაკარნახები, იმიტომ, რომ ნებისმიერი ოდიოზური მოსამართლისთვის, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის არსებობა გაამართლა და ხელი შეუწყო მის სამართლებრივ საქმიანობას, ნებისმიერი ასეთი კანდიდატურის მხარდაჭერა ძალიან მძიმე და ძალიან დიდი პოლიტიკური ფასია, ამ ფასის კარგად გააზრება უნდა შეძლოს ყველამ, ვინც ახლა კენჭისყრის პროცესში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს