ირაკლი კობახიძე - 7 წელია გასული და დესტრუქციიდან ვერ გამოვიდა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა, მათ თავიანთი ცოდვები აქვთ ზურგს უკან

„განცხადება, რომელიც გაკეთდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გაკეთდა კონკრეტულ კონტექსტში და ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ განცხადების ის იყო, რომ დესტრუქცია ოპოზიციას შეეწყვიტა “,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ბოლომდე მიყვა ამ გადაწყვეტილებას, თუმცა საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტისთვის ხმის მიცემა.

„იყო სურათი, რომელიც არ იყო მაინცდამაინც ლამაზი და გვინდოდა, რომ ოპოზიციას შეეწყვიტა დესტრუქცია, თუმცა გახსოვთ, რომ 3 თვე გააგრძელეს აქციები და ქუჩაში იყვნენ, სანამ არ შემოეშალათ ორ-სამ კაცამდე აქციები. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, საარჩევნო სისტემაზე მოთხოვნა იყო დაყენებული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, გაკეთდა განცხადება და ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ იყო კონკრეტული პარტიებისთვის მიცემული დაპირება. არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, გამოცხადდა კონკრეტული გადაწყვეტილება და ჩვენ ბოლომდე მივყევით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემა, ეს არის რეალობა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ თუ არ იქნება პოლიტიკურ სისტემაში წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება ქართული დემოკრატია და ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ განვითარების საშუალება“.

„როდესაც ამდენი კრიმინალური მოქმედება გაქვს განხორციელებული და დღეს ერთ-ერთი გადაწყვეტილება სწორედ „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი კრიმინალს ეხება, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, როდესაც ნიკანორ მელია აკოტრებდა „ქართუ ბანკს“, ჩვეულებრივი კრიმინალები არიან და როდესაც გაქვს კრიმინალური „ბექგრაუნდი”, ასეთ დროს დესტრუქციიდან გამოსვლა ძალიან ჭირს. 7 წელია გასული და დესტრუქციიდან ვერ გამოვიდა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რაც არის ძალიან ცუდი ყველაფრისთვის, მაგრამ რა ვუყოთ? მათ აქვთ თავიანთი ცოდვები ზურგს უკან და შესაბამისად, ძალიან უჭირთ ამ ყველაფრიდან გამოსვლა“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა