თინა ბოკუჩავა - გაგიჟდნენ, პარლამენტის დარბაზიდან ყრიან დეპუტატებს და ჟურნალისტებს - სამარცხვინო თავმჯდომარედ წოდებული ანრი ოხანაშვილი კი გაფითრებულია

"გაგიჟდნენ, ჩვეულებრივად გაგიჟდნენ, რომ პარლამენტის დარბაზიდან ყრიან დეპუტატებს და ჟურნალისტებს, ივანიშვილი გაგიჟდა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ კომიტეტზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ჟურნალისტებს და დეპუტატებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

ბოკუჩავას თქმით, მსგავსი რაღაცები ასლან აბაშიძის და შევარდნაძის დროს არ ხდებოდა.

„ივანიშვილმა რეალობასთან დაკარგა ბმა. ჩამოშლილია ეს რეჟიმი, დასრულებულია ეს რეჟიმი და ამ დასასრულს ჩვენ აუცილებლად, თქვენთან, ჟურნალისტებთან და ხალხთან ერთდ გავაფორმებთ. ახლა ეს უსუსური და სამარცხვინო თავმჯდომარედ წოდებული ანრი ოხანაშვილი არის გაფითრებული“, - განაცადა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს