აზერბაიჯანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა არჩევნებში კანდიდატებად საკუთარი თავი, შვილები, დები, ძმები, ძმისშვილი და დისშვილი წარადგინა

აზერბაიჯანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა რაფაელ ჯაფაროვმა, მუნიციპალურ არჩევნებზე კანდიდატებად რვა უახლოესი ნათესავი წარადგინა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, კანდიდატებს შორის არიან თავად რაფაელ ჯაფაროვი, მისი ქალიშვილი, ვაჟიშვილი, ორი და, ორი ძმა, ძმისშვილი და დისშვილი.

Haqqin.az-ის ინფორმაციით, ჯაფაროვმა, ამ გზით, კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა, რადგან „სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ჯაფაროვები არიან“.

აზერბაიჯანში ადგილობრივი არჩევნები 23 დეკემბერს გაიმართება.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა