რომან გოცირიძე - კენჭისყრა არ უნდა ჩატარდეს, ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება უკანონო, მოსამართლეები იქნებიან უკანონოდ დანიშნულები

კენჭისყრა არ უნდა ჩატარდეს, ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება უკანონო, მოსამართლეები იქნებიან უკანონოდ დანიშნულები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

ის მედიასთან კომენტარს სხდომათა დარბაზში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კენჭისყრის პარალელურად აკეთებდა. თავდაპირველად ის ანრი ოხანაშვილის მაგიდის წინ დადგა და საუბარი დაიწყო, თუმცა, შემდეგ მანდატურებმა და კომიტეტის თავმჯდომარემ მას ადგილის შეცვლისკენ მოუწოდეს.

„ქართულ ოცნებას“ სურს ბიძინა ივანიშვილს საახალწლოდ მიართვას ორი საჩუქარი, მოსამართლეების დასმა და ნიკა მელიას გაგდება პარლამენტიდან. პლენარული სხდომაც უნდა გადაიდოს და დღეს არ უნდა გაიმართოს,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო