ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირის პოზიცია მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში სამარცხვინო ტყუილია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა. რეზოლუციის თანახმად, 1939 წელს გაფორმებულმა „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა“ მეორე მსოფლიო ომს საფუძველი დაუდო.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის რეზოლუცია „უსაფუძვლოა“.

„ლამისაა მათ ომის დაწყებაში ნაცისტურ გერმანიასთან ერთად საბჭოთა კავშირი დაადანაშაულონ. თითქოს მათ დაავიწყდათ ვინ დაესხა თავს პოლონეთს 1939 წლის პირველ სექტემბერს და საბჭოთა კავშირს - 1941 წლის 22 ივნისს“, - განაცხადა პუტინმა.

1939 წელს მოსკოვში გაფორმებული ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დადებული პაქტი იყო, რომელიც თავდაუსხმელობას გულისხმობდა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პაქტით საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ ძირითადად ევროპის ქვეყნები ინტერესის სფეროებად გადაინაწილეს. პაქტის მიხედვით, ორი სახელმწიფოს ინტერესის სფეროთა საზღვარს ლიტვის ჩრდილოეთ საზღვარი წარმოადგენდა.

იხილეთ ვიდეო: პუტინმა ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას "სამარცხვინო ტყუილი" უწოდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა