ირაკლი სესიაშვილი - გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დემოკრატიაზე მე ვერ დამელაპარაკებიან, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მათ ადამიანის უფლებები გააუპატიურეს

გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დემოკრატიაზე მე ვერ დამელაპარაკებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამწუხაროდ, მათ ადამიანის უფლებები გააუპატიურეს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციის კომენტირებისას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქციას მარგინალური ჯგუფები მართავენ.

"ჩემი ერთადერთი დისკომფორტი ის არის, რომ პოლიციელები მოცდენილი არიან თავის საქმეს, ქვეყანაში დაიცვან წესრიგი და უწევთ ამ მარგინალურ ჯგუფებთან წესრიგის დაცვა, რომ არ მოხდეს რაიმე ინციდენტი. მათ ერთადერთი რამ ამოძრავებთ, ეს არის რევანში. გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დემოკრატიაზე მე ვერ დამელაპარაკებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამწუხაროდ, მათ ადამიანის უფლებები გააუპატიურეს. როცა იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ ემართათ ქვეყანა დემოკრატიულად. ის რა პროცესებიც დღეს მიმდინარეობს, აბსოლუტურად ჯდება დემოკრატიულ ჩარჩოში, მათ აქვთ უფლება პროტესტი გამოხატონ, მათ სურთ, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური ვითარება და დესტაბილიზაცია. ჩვენ გვინდა ვემსახუროთ ქვეყანას და ვალდებულებიც ვართ. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო