კიდევ ერთი სამარცხვინო დღე იყო დღეს ივანიშვილის რეჟიმისთვის და მისი პოლიტიკური „კლოუნებისთვის“, - ასე შეაფასა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, „ან გონს მოეგება ბიძინა ივანიშვილი, ან თვითონ მოარყევს რეჟიმს“.
„სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს პარლამენტმა, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების მოხსნით დაწყებული, კომიტეტეზე სამარცხვინო მოსამართლებისთვის მხარდაჭერით. სამარცხვინო ხალხი აირჩიეს. გაგრძელებული ჟურნალისტებზე უპრეცედენტო ძალადობით კომიტეტზე. პარლამენტის შენობაში მე ასეთი რამ არ მინახავს არასდროს. სამარცხვინოები იყვნენ შემსრულებლებიც, მაგრამ უფრო ისინი, ვინც დაავალა. ბოლოს, ვაშაძის და სხვა პოლიტკური ფიგურების დაჭერით დამთავრებული.
ერთ რამეში ცდება ივანიშვილის რეჟიმიც და მისი „კლოუნებიც“. ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და ვიცით რესურსის დაზოგვაც. ეს პროტესტი გაგრძელდება, თუ მათ აქვთ იმედი, რომ ახალი წელი მოდის და ხალხი დაიშლება, დაიღლება, ტყუილად“, - განაცხადა ბოკერიამ.