რუსეთში გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადეს

რუსეთმა, გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დიპლომატებმა ქვეყანა ერთი კვირის მანძილზე უნდა დატოვონ.

ამასთან, საგარეო უწყებაში დაიბარეს გერმანის ელჩი, რომელსაც პროტესტი გამოუცხადეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს გერმანიიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევეს. მოგვიანებით, მოსკოვში განაცხადეს, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებდა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთმა, გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი "პერსონა ნონ-გრატად" გამოაცხადა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა