წალკაში 85 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულები ღამით ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი, თავდამსხმელმა მას ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ა.ს. ადგილზე გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

მოქმედებების შედეგად, წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის

ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ.შ. წალკაში, ნ. ბ. კი რუსთავში დააკავეს.

მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ნ.ბ.-ს კი - ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან