კრწანისის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატა

კრწანისის რაიონს სამი რეკრეაციული სივრცე შეემატა. მათგან ერთი ფონიჭალაში, სადგურის ქუჩის N57-ის მიმდებარედ, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, 4 000 კვ. მეტრზე მოეწყო, მეორე - გორგასლის ქუჩის N75-ის მიმდებარედ, ხოლო მესამე - ამავე ქუჩის N39-თან, ნაგავსაყრელად გამოყენებულ ტერიტორიაზე განთავსდა. გორგასლის ქუჩაზე მოწყობილი რეკრეაციული სივრცეების ჯამური ფართობი 1000 კვ. მეტრია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამივე რეკრეაციულ სივრცეში დამონტაჟდა ტრენაჟორები, მოეწყო სარწყავი და გარე განათების სისტემები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებლი კუთხეები. გარდა ამისა, განთავსდა საბავშვო ზონები ატრაქციონებით და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო.

მათივე ინფორმაციით, ახალი რეკრეაციული სივრცეები „ბეგი არტ სტუდიის“ ხელმძღვანელმა და ბავშვებმა მოხატეს.

„წლების განმავლობაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ამ ადგილებში რეკრეაციული სივრცეები მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორიები, ზოგ შემთხვევაში ნაგავსაყრელად იყო ქცეული, ზოგ შემთხვევაში კი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას საერთოდ არ ჰქონდა დასასვენებელი კუთხე. თანამედროვე სტანდარტის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცე შევუქმნათ მოსახლეობას“, - აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ.

თბილისის მერიის ცნობით, კრწანისის რაიონის გამგეობამ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაიონში მოაწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარა 30 მწვანე სივრცეს, რომელიც ჯამში 3 ჰექტარზეა განთავსებული. ამისათვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 736 400 ლარი დაიხარჯა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს