მამუკა მდინარაძე - ვიღაცამ შეიძლება დაიწუნოს სასწავლებელი, სადაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, მაგრამ დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ამოწურულია

"შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებას, რომ გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება.

მდინარაძის განცხადებით, თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ამოწურულია. რაც შეეხება კითხვას, რამდენად აკმაყოფილებს იურიდიულ კომიტეტზე მხარდაჭერილი 14 კანდიდატი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის სტანდარტებს, მდინარაძემ უპასუხა, რომ ყველას ერთნაირი კომპეტენცია არ აქვს.

"ვერ ვიტყვით, რომ ყველას ერთნაირი კომპეტენცია აქვს. რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, სულ საკამათო იქნება ვინ მეტად კომპეტენტურია და ვინ - ნაკლებად. გიდასტურებთ, რომ კომპეტენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, როდესაც მხარდაჭერას ვუცხადებთ, ან არ ვუცხადებთ, მაგრამ არ არის მხოლოდ ეს. არის უამრავი საკითხი, მათ შორის არის ვისთან რა კითხვის ნიშნებია დასმული წარსულის საქმიანობიდან გამომდინარე. რაც შეეხება განცხადებას შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად სპეკულაციურია. ვიღაცამ შეიძლება დაიწუნოს სასწავლებელი, სადაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, მაგრამ დიპლომთან დაკავშირებით კითხვები აბსოლუტურად ამოწურულია. არ უნდა შეფერხდეს უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირება. როდესაც იქ დაახლოებით 6 ათასი საქმეა თაროზე შემოდებული მოსამართლეთა სიმცირის გამო, აუცილებელია ამუშავდეს ეს ინსტიტუტი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ასევე ოპტიმალურად ავირჩიოთ მოსამართლეები. იურიდიულ კომიტეტზე დაახლოებით გამიკვეთა სურათი და ამ ორ ინტერესს შორის უნდა მოვძებნოთ კომპრომისი,"- განაცხადა მდინარაძემ.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება. მათივე ინფორმაციით, ასევე არ დასტურდება, რომ შალვა თადუმაძის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდებოდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო