ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მანამდე ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა და პარლამენტის თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სთხოვა. არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, ხელით ენიშნებინათ, მხარს უჭერდნენ თუ არა ეკა ბესელიას მოთხოვნას. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის საკითხი დღის წესრგიში დარჩა, რის შემდეგაც ბესელიამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

პლენარულ სხდომას აღარ ესწრება არც ბექა ნაცვლიშვილი. დარბაზიდან გასვლის წინ მან უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა გაეხსენებინათ, რომ „მოსამართლეობის კანდიდატებმა იურიდიულ კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის და მათზე პოლიტიკური ზეწოლის შეფასება არ მოისურვეს“.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა