რომან გოცირიძე დეპუტატებს  აფრთხილებს, რომ მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ სურათებს პარლამენტის ფოიეში "სამარცხვინო დაფაზე" გამოაკრავს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დეპუტატები მხარს დაუჭერენ, ის პარლამენტის ფოიეში ამ დეპუტატების ფოტოებს "სამარცხვინო დაფაზე" გამოაკრავს. გოცირიძე ამ წუთებში კენჭისყრის შედეგებს პარლამენტის დერეფანში მედიის წარმომადგენლებთან ერთად ელოდება.

„ველოდები კენჭისყრის გადაწყვეტილებას. ყველა დეპუტატი, ვინც მისცემს ხმას ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას, იქნება სამარცხვინო დაფაზე გამოკრული. მე პირადად გავაკრავ ამ კედელზე და დავწერ ფლომასტერით "უღირსთა დაფა". დღეს იქნება არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, ვინაიდან წინ არის მეორე და მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიას სასამართლო გაამართლებს, ამბობენ, რომ დააბრუნებენ და განაცდურს მისცემენ. ასეთი ცინიკური განმარტებები გააკეთეს. დღეს უზარმაზარი ზიანი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" ერთი მხრივ, ნიკა მელიას პოლიტიკური დევნისა და პარლამენტიდან გაძევების სახით, მეორე მხრივ, იმ მოსამართლეების დანიშვნით, რომლებიც პირდაპირ მოემსახურება ივანიშვილს და მის „კლანს“. ფაქტობრივად, აუნაზღაურებელი ზიანი მიიღო "ქართულმა ოცნებამ",- განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო