ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი.

მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შემოვიდა, რომელმაც გარკვეული ნივთიერება დაასხა.

„ოპოზიციის წარმომადგენელმა გაურკვეველი ნივთიერება შემოიტანა და დარბაზში დაასხა. ამას ექნება უმკაცრესი რეაგირება. თავმჯდომარეს ვთხოვ, გამოცხადდეს შესვენება,"- განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს" წევრები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი იმყოფებოდნენ. უცნობია მომხდარი ინციდენტი მათ უკავშირდებათ თუ არა.

ამ წუთებში სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნია.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო