გია ვოლსკი - ვთქვათ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა აკაკი ზოიძის წასვლას, რა ხდება მაშინ, რჩება პარლამენტის წევრად?

ვთქვათ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა აკაკი ზოიძის წასვლას, რა ხდება მაშინ, რჩება პარლამენტის წევრად? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გურამ მაჭარაშვილს პლენარული სხდომაზე, სადაც უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

გიორგი ვოლსკიმ კითხვის დასმამდე შესავალი გააკეთა და აღნიშნა, რომ კითხვას ყოველგვარი ხუმრობის გარეშე სვამს.

“არავითარი ხუმრობა, მითუმეტეს რა დროს ხუმრობაა და არავითარი სარკაზმი, ვთქვათ და პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა აკაკი ზოიძის წასვლას, რა ხდება მაშინ, რჩება პარლამენტის წევრად?,-იკითხა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს და პოლიტიკას ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან 2 დეკემბერს განაცხადა.

„ვერ შევძელი კოლეგების დარწმუნება, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც შეიძლება ჰქონოდა ამ რეფორმას. მიმაჩნია, რომ ეს იყო თანხმობის და პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის გზა. ვერ შევძელი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა ან რეფერენდუმი, შესაბამისად, ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში უკვე ვეღარ ვხედავ. ნებისმიერ სასიკეთო საქმეში „ქართულ ოცნებას“ გვერდით დავუდგები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს