პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ, ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სასესიო დარბაზში დაასხეს გაურკვეველი ნივთიერება, რომელსაც მკვეთრი სუნი ჰქონდა და ვარაუდობს, რომ ამან გამოიწვია ალერგიული შეტევა.

"ზოგადად, ალერგიული ვარ, ნებისმიერ სუნზე, სუნამოს სუნზეც კი შეუძლოდ ვხდები,"- აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

დეპუტატმა არ იცის, რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში და აცხადებს, რომ არც ის დაუნახავს ვინ დაასხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მოხდა ინციდენტი მას შემდეგ, რაც დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი გამოჩნდნენ და მათ ხომ არ უკავშირდება ეს, ენძელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ მას ირმა ნადირაშვილი არ დაუნახავს, დაინახა მხოლოდ ქებურია, თუმცა, არ იცის ვინ დაასხა ნივთიერება სასესიო დარბაზში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო