გია ვოლსკი - სუნის დაყენება დაემთხვა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შემოსვლას, მე ვაკავშირებ, რომ მათ გააკეთეს

სუნის დაყენება დაემთხვა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შემოსვლას. მე ვაკავშირებ, რომ მათ გააკეთეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც სასესიო დარბაზში მოხდა, არ იყო ევაკუაცია, არამედ იყო ძალადობრივი პერფორმანსი.

"არ ვიცი რისი სუნია, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მოძრაობა „სირცხვილია“ და „კმარელები“ საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას იღებენ თავის თავზე, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი სერიოზულად ცუდად შეიქმნა, მათ შორის, დამლაგებელი, რომელსაც როგორც ჩანს, ალერგია განუვითარდა და არიან სხვებიც.

სუნის დაყენება დაემთხვა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შემოსვლას. მე ვაკავშირებ, რომ მათ გააკეთეს. მე დავინახე, რომ შემოვიდნენ, ქალბატონ ნატო ჩხეიძეს მიუახლოვდნენ, შეიძლება გააფრთხილეს. ეს იყო პერფორმანსი, რომლის ჩატარებაც ხდებოდა. დანაშაულის ნიშნებზე ვერაფერს გეტყვით. ეს არის ძალადობრივი აქცია -პერფორმანსი, კრეატიულად ძალიან სუსტი,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს