ანა ნაცვლიშვილი - „ოცნებას“ სჭირდება სრულად მორჩილი მოსამართლეები და ყველაფერზე წავიდა, რომ ისინი როგორმე გაამწესოს უზენაეს სასამართლოში

მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენას აქვს ადგილი, როდესაც პარლამენტი, სადაც სამართალი უნდა დადგინდეს, პოლიციელებით არის გარშემორტყმული, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრესსპიკერმა, ანა ნაცვლიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებისთვის კენჭისყრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სხვა გამოსავალი არ აქვს და ყველაფერზე მიდის, რომ ისინი როგორმე გაამწესოს უზენაეს სასამართლოში.

„ჩვენ წლები ვიბრძოლეთ, რომ სასამართლო არ აღმოჩენილიყო ამ „კლანის“ ხელში, მაგრამ „ოცნებას“ სხვა გამოსავალი არ აქვს. მას სჭირდება სრულად მორჩილი მოსამართლეები და ყველაფერზე წავიდა, რომ ისინი როგორმე გაამწესოს უზენაეს სასამართლოში. მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენას აქვს ადგილი, როდესაც პარლამენტი, სადაც სამართალი უნდა დადგინდეს, პოლიციელებით არის გარშემორტყმული. ადამიანების, საზოგადოების ხმის ეშინიათ კომიტეტზე. საშვები იყო დაშვებული, დილიდან აქ ვიყავით და არ შეგვიშვეს. ეშინიათ სიმართლის გაგონების, ამიტომ შეამოარტყეს გარს პოლიციის ჯარი. ასე აირჩიეს მონა მოსამართლეები, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს’’, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, როგორც „ლელოს“ წევრმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, გამორიცხულია, რომ ხელისუფლებამ „უვადოდ დაასვან მთელ ქვეყანას თავზე ის მოსამართლეები, რომლებიც „ნაცებმა“ შექმნეს.

„ჩვენ ბოლომდე გავაპროტესტებთ. დღეს მთელს ქვეყანას „ნაცებს“ ეძახიან. უნდათ, რომ უვადოდ დაასვან მთელ ქვეყანას თავზე ის მოსამართლეები, რომლებიც „ნაცებმა“ შექმნეს. ეს გამორიცხულია. ქვეყნის უსამართლობაში დახრჩობას ჩვენ შევეწინააღმდეგებით“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა