მოსამართლემ პროკურორს მიმართა, შემდეგ სხდომაზე მტკიცებულებები წარადგინოს, რატომ უნდა დარჩეს მორის მაჩალიკაშვილი პატიმრობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის საქმის მოსამართლემ პროკურორ ვაჟა თოდუას თხოვნით მიმართა, შემდეგ სხდომაზე მტკიცებულებები წარადგინოს, თუ რატომ უნდა დარჩეს მაჩალიკაშვილი კვლავ პატიმრობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს.

მოსამართლემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მორის მაჩალიკაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. როგორც მოსამართლემ განმარტა, იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა, არ ჰქონდა.

„მომდევნო სხდომებისთვის ბატონ ვაჟა თოდუასთან თხოვნა მექნება, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რაც პატიმრობის ყოფნას გაამართლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსჯელობისას შესაძლოა, განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღო", -განაცხადა მგელიაშვილმა.

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 26 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა