ირმა ნადირაშვილი - მგონი, ჩემმა კოლეგა „ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს - მეც შეიძლება ბრალი წამიყენონ, რომ პარლამენტში ცუდი სუნია

გაოცებული ვარ იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინე ჩემი კოლეგების მხრიდან, მგონი, ბატონმა ჩემმა კოლეგა „ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბრალდებებს პარლამენტში სხდომათა დარბაზში გამოწვეულ სუნთან დაკავშირებით.

„დღეს ვიყავი კომიტეტზეც, სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება - იღებდნენ თუ არა მონაწილეობას კენჭისყრაში დამოუკიდებელი დეპუტატები. მივედი ნატო ჩხეიძესთან, დაახლოებით 30 წამი გავჩერდი და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხული და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება. არსებობს კამერების ჩანაწერები, გამოიძახეს ექსპერტ-კრიმინალისტები და როგორც მამუკა მდინარაძე დამპირდა, მოვიდეს და ბოდიში მომიხადოს. ძალიან უხერხულია, როცა ასე უაპელაციოდ იშვერენ ჩემსკენ ხელს. არ მგონია სერიოზული იყოს ასეთი ქმედება და უაპელაციოდ ხელის გამოშვერა,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ის ამ საქმეზე მისთვის ბრალის წაყენებასაც არ გამორიცხავს.

„მას შემდეგ რაც მოვისმინე, რომ გიგი უგულავამ ძიუდოისტი სცემა, ყველაფერი მოსალოდნელია ამ ხელისუფლებისგან. თუ გიგი უგულავას შეუძლია ბრალი წაუყენონ ძიუდოისტის ცემაზე, მეც შეიძლება წამიყენონ ბრალი პარლამენტში რომ ცუდი სუნია. ძალიან მალე დამტკიცდება, რომ ეს ასე არაა,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა