მამუკა მდინარაძე - პარლამენტის სხდომა აუცილებლად ჩატარდება!

რა თქმა უნდა, სხდომა აუცილებლად ჩატარდება, ახლა აიღებენ ნიმუშებს, დარწმუნებული ვარ მომწამვლელი ნივთიერება არ იქნება - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმასთან დაკავშირებით განუცხადა.

მდინარაძე აცხადებს, რომ ეს პერფორმანსი პლენარული სხდომის ჩაშლას ემსახურებოდა.

„ფაქტია, ორმა ქალმა დეპუტატმა დადგა რაღაც პერფორმანსი, რაღაც დაასხეს. კრიმინალს ვერ ჩაიდენდნენ, მთლად ამდენს ვერ დავაბრალებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზით სხდომის ჩაშლა მოინდომეს. ბავშვები ამას არ იკადრებენ, არც ერთ ბავშვის თავში ასეთი სისულელე არ მოვა“, -განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დარბაზში არსებული სუნის გამო შეწყდა, რომელიც უმრავლესობის წევრების თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმამ გამოიწვია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო