პარლამენტიდან პოლიციის და ექიმების დახმარებით კიდევ ორი ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი

პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით კიდევ ორი ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.

"თავიდან მეგონა გამოვასწარი, ზოგადად სუნზე ალერგია მაქვს და იმ წამსვე გამოვედი, რომ არ მოვწამლულიყავი“, - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.

ჯამში, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხი ადამიანია დაშავებული.

პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 1 საათის წინ, მას შემდეგ მივიდა, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ, რამდენი ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო