რომან გოცირიძის ინფორმაციით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნაკელის სუნი დგას

ვინც სხდომათა დარბაზში შედის, ყველა ამბობს, რომ იქ ნაკელის სუნი დგას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომათა დარბაზში არ შედის, მაინც აქვს ინფორმაცია აბსოლუტური უმრავლესობისგან, რომ სხდომათა დარბაზში „ნაკელის სუნს გრძნობენ“.

მისივე თქმით, ამას იმსახურებენ უმრავლესობის დეპუტატები, რომ იყნოსონ ეს სუნი.

„ეს სიმბოლურია. პარლამენტმა თავისი თავი გამოავლინა გადაწყვეტილებებში, როგორიც იყო მოსამართლეების არჩევა. ახლა ეს ყველაფერი ყნოსვითაც კი იგრძნობა. არც ის არის გამორიცხული, რომ თავადაც გაეკეთებინათ ეს,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 4 ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათგან ორი დეპუტატია, ორი კი აპარატის თანამშრომლები. ჯამში 3 ადამიანი სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობიდან გაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა